პროექტის მთავარი
იდეა-მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კონკრეტულად მოგვითხრონ
რა კავშირი აქვს ბუნებას
ადამიანთან. დაასახელონ კონკრეტული
ცხოვრებისეული მაგალითები. რა ზიანი მოაქვს
ბუნების განადგურებას ადამიანისათვის.
მოიძიონ ინფორმაცია ბუნებისა და ადამიანის
ურთიერთობის შესახებ. გაარკვიონ
ვინ არის პასუხისმგებელი ბუნების განადგურებაზე. რა შედეგი მოჰყავს ადამიანის
მიერ ბუნების განადგურებას, არის თუ არა შესაძლებელი ამის თავიდან აცილება.
პროექტის აქტუალობა ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან
ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობას. ბუნების დანიშნულებას
ადამიანის ჯამრთელობისათვის.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება ბუნების
დაცვისა და მასზეზრუნვის უნარ-ჩვევები, გამოუმუშავდება კრიტიკული
აზროვნების უნარი,ჩაერთვება საზოგადოებრივ
საქმიანობაში. ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის
მოძიება, დამუშავება, გაფორმება და
ინტერნეტში გამოქვეყნება პრობლემატურ თემის შერჩევა
და მასზე ჩანახატების, პატარა
ტექსტების ჩექმნა.
მონაწილეთა ასაკი:10წ.
ვადები-ხანგრძლივობა:2
თვე.
მოსალოდნელი შედეგები;მოსწავლე ქმნის ვებგვერდს,
სადაც განათავსებს ინფორმაციას ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ. მოყავს არგუმენტები, რომლითაც ასაბუთებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი გააუმჯობესებს არსებულ
მდგომარეობას. შეიქმნება სტენდი რომელზეც განთავსდება ჩანახატების
გამოფენა, შეიქმნება ანგარიში.შეიქმნება
ბლგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული
მასალები.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, სკანერი,ბიბლიოთეკა, დიდი
ფორმატის ქაღალდი, ფანქარი,საშლელი, ფლომასტერი,ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ჭიკარტი.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს
მოიფიქრონ ისეთი თემები, რომლებიცყველა დროისათვის მნიშვნელოვანია.შეიძლება შესთავაზოს;
1.
დაიცავით
ბუნება;
2.
გიყვარდეთ ბუნება,
3.
ჩვენ მშვიდობა
გვინდა.
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის
გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ
მოიძიონ და შეისწავლონ
შერჩეული თემის მიხედვით
სურათები. ასევეაკრიფონ ბიოგრაფიისა
და მოღვაწეობის საპრეზენტაციო ფაილები. შემდეგ
პროექტის მონაწილეებს დაევალებათ
შერჩეულ თემაზე შექმნან
ჩანახატები, მცირე ლექსები და ტექსტები.მოხდება დამუშავებული
და შექმნილი ინფორმაციის შეჯერება და კედლის სტენდის
შექმნა. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც
განთავსდება დასკანირებული ჩანახატები,ლექსები და ტექსტები.
მოსწალლეები შეაჯერებენ პროექტს
და დაიწყებენ პროექქტის ელექტრონული
ანგარიშის შექმნას. პროექტი პროექტორის
გამოყენებით წარდგენილი იქნება
ფართო საზოგადოებისათვის. დასასრულს მოსწავლეები
ავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი-ისტი,ხელოვნება,
პროექტის ხელმძღვანელი ჟ.დევაძე.
პოექტის ბლოგი:
No comments:
Post a Comment